—

პარტნიორი ქვეყნების მიერ იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამის ოპერაციებს ვერ განახორციელებენ - ლაშა ხუციშვილი

15
პარტნიორი ქვეყნების მიერ იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამის ოპერაციებს ვერ განახორციელებენ - ლაშა ხუციშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ცალმხრივად არის მიღებული.

მისივე თქმით, იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამის ოპერაციებს ვერ განახორციელებენ.

„ჩაკეტვასთან დაკავშირებით როგორც იყო ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება, გახსნასთან დაკავშირებითაც ცალმხრივად არის მიღებული გადაწყვეტილება. უშუალოდ კონკრეტულ სანქციებთან მიმართებით შეშფოთებას რაც შეეხება, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს ტერიტორიაზე ვერ განახორციელებენ შესაბამის ოპერაციებს და ვერ იფუნქციონირებენ. შესაბამისად, ეს არის სანქციების აღსრულების ჩარჩო და ნაწილი, რომელსაც საქართველო ახორციელებდა აქამდე, ახორციელებს დღესაც და განახორციელებს მომავალშიც. შესაბამისად, ამ ნაწილში ვერ ვხედავ, რომ გარკვეული შეშფოთების საფუძველი არსებობდეს.

მათ შორის აშშ-ს და სხვა პარტნიორებთან მიმართებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეტალური ინფორმაცია აქვთ, როგორ ახორციელებს საქართველო საერთაშორისო სანქციების შესრულებას. არანაირი კითხვა არ არსებობს, შესაძლებელია თუ არა სანქციების გვერდის ავლა საქართველოს მეშვეობით. არანაირი შეკითხვა არ არსებობს არც ერთი მიმართულებით, არც სავაჭრო და არც ფინანსური მიმართულებით“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

(primetime)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →