—

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - სომხური მხარის პროვოკაციის შედეგად აზერბაიჯანელი ჯარისკაცი მძიმედ დაშავდა

81
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - სომხური მხარის პროვოკაციის შედეგად აზერბაიჯანელი ჯარისკაცი მძიმედ დაშავდა
მოსასმენად დააჭირეთ

სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა, ბასარკეჩარის რაიონის ზოდის მიმართულებით განლაგებული პოზიციებიდან, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს სხვადასხვა კალიბრის იარაღის გამოყენებით ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს, - ამის…

სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა, ბასარკეჩარის რაიონის ზოდის მიმართულებით განლაგებული პოზიციებიდან, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს სხვადასხვა კალიბრის იარაღის გამოყენებით ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, სროლის შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო თავის არეში მძიმედ დაიჭრა. ის სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა შესაბამისი საპასუხო ზომები მიიღეს. ამ განზრახ ჩადენილ პროვოკაციაზე მთელი პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს დილით ვითარება კიდევ უფრო დაამძიმეს და აზერბაიჯანის პოზიციებს ნაღმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს.

„აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფმა შესაბამისი საპასუხო ზომები მიიღეს“, - აცხადებენ უწყებაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →