—

ხატია დეკანოიძის განცხადებით, ავიაკომპანიები, რომლებიც რუსეთთან პირდაპირ ფრენებს დაიწყებენ, შესაძლებელია, დასანქცირდნენ

12
ხატია დეკანოიძის განცხადებით, ავიაკომპანიები, რომლებიც რუსეთთან პირდაპირ ფრენებს დაიწყებენ, შესაძლებელია, დასანქცირდნენ
მოსასმენად დააჭირეთ

პუტინის გადაწყვეტილება არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიდასავლური, ანტიუკრაინული პოლიტიკისთვის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ავიაკომპანიები, რომლებიც ფრენებს დაიწყებენ, შესაძლებელია, დასანქცირდნენ.

„პუტინის გადაწყვეტილება დააჯილდოოს საქართველოს ხელისუფლება ეხება იმას, რომ მან აკრძალვა მოხსნა კრემლის გავლენების გასაძლიერებლად ფრენებზე და სავიზო შეზღუდვაზე.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გააძლიერებს ანტიდასავლურ, ანტიუკრაინულ პოლიტიკას, კრემლის გავლენებს, ეს იქნება და უკვე არის აღქმული ცივილიზაციის წინააღმდეგ წასვლად, ეროვნული ინტერესების დაკნინებად, რადგან ეს ეწინააღმდეგება ევროპულ ინტეგრაციას, ხოლო საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტს სურს ევროკავშირში ინტეგრაცია. ყველა ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს პუტინის სურვილს და დაიწყებს ავიამიმოსვლას და ამას დათანხმდება საქართველოს ხელისუფლება, ყველამ უნდა იცოდეს და განსაკუთრებით ავიაკომპანიებმა, რომ შესაძლებელია, ისინი მოხვდნენ სანქციების ქვეშ, რომელიც დაწესებულია და კიდევ უფრო ძლიერდება,"- განაცხადა დეკანოიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →