—

2022 წელს, საქართველოში, ნარკოტიკებითა და ჰალუცინოგენებით მოწამვლის შედეგად ჰოსპიტალიზაციის 2151 შემთხვევა დაფიქსირდა

12
2022 წელს, საქართველოში, ნარკოტიკებითა და ჰალუცინოგენებით მოწამვლის შედეგად ჰოსპიტალიზაციის 2151 შემთხვევა დაფიქსირდა
მოსასმენად დააჭირეთ

2022 წელს, საქართველოში, ნარკოტიკებითა და ფსიქოდისლეპსიური საშუალებებით (ჰალუცინოგენებით) მოწამვლის შედეგად სტაციონარულ დაწესებულებებში ჰოსპიტალიზაციის 2151 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის პასუხად აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, მათგან ყველაზე მეტი - 2109 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. აჭარაში - 5, გურიაში - 4 , იმერეთში - 17, კახეთში - 3, მცხეთა-მთიანეთში 3, სამეგრელო და ზემო სვანეთში - 3, ქვემო ქართლში - 2, შიდა ქართლში კი 5 შემთხვევა აღირიცხა.

რაც შეეხება გასულ წლებს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წელს ნარკოტიკებითა და ფსიქოდისლეპსიური საშუალებებით (ჰალუცინოგენებით) მოწამვლის შედეგად სტაციონარულ დაწესებულებებში ჰოსპიტალიზაციის 1610 შემთხვევა აღირიცხა, 2020 წელს 1334, 2019 წელს კი 1421.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →