—

ირაკლი ღარიბაშვილი - არასდროს მითქვამს, რომ მხოლოდ უმრავლესობის პრემიერ-მინისტრი ვარ, მე ვარ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი

17
ირაკლი ღარიბაშვილი - არასდროს მითქვამს, რომ მხოლოდ უმრავლესობის პრემიერ-მინისტრი ვარ, მე ვარ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი
მოსასმენად დააჭირეთ

არასდროს მითქვამს, რომ მხოლოდ უმრავლესობის პრემიერ-მინისტრი ვარ, მე ვარ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს უმცირესობაზე ძალადობას და ასევე, არ დაუშვებს უმცირესობის ძალადობას და მათ აგრესიულ პროპაგანდას ქართველი ხალხის უმრავლესობაზე.

„ეს უფლებები არის გარანტირებული კონსტიტუციით. უფრო მეტიც, ჩვენ კანონით გავამყარეთ ეს ყველაფერი და არც ერთი ადამიანის დისკრიმინაცია არ ხდება ქვეყანაში. მაგრამ მე ვთქვი მთავარი, ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა, ეს არის დაახლოებით, 90% იზიარებს იმ კონსერვატიულ შეხედულებებს, ოჯახური ფასეულობების და ღირებულებების, რომლითაც დღემდე მოვედით, ეს არის ქრისტიანული ფასეულობები, ეს არის ეროვნული, პატრიოტული, ოჯახური ღირებულებები. მე გისვამთ კითხვას - თქვენთვის მისაღებია ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ზოგიერთ ქვეყანაში, იგივე სქესის გადაკეთებასთან დაკავშირებით?! ეს არის პროპაგანდა, რომელიც არის მომწამვლელი ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში აღარც ვსაუბრობ. ჩვენი ვალდებულებაა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი ასევე გამოეხმაურა, „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება ხელმძღვანელობის სხდომაზე „ქართული ოცნების“ სტატუსის შეფასება მოხდეს და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ პოლიტსაბჭოს ფორმატში ექნება მსჯელობა, პარტიის შიგნით უკვე დაწყებულია დიალოგი და კონსულტაციები და შესაძლებელია, მათ „ევროპელ სოციალისტებზე“ ადრე მიიღონ გადაწყვეტილებები.

„ზოგიერთმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ იმის გამო, რომ მე მივიღე მონაწილეობა კონსერვატიულ მოძრაობაში, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების „რესპუბლიკური პარტიის“ და ძალიან ბევრი პრეზიდენტი, მათ შორის, პრეზიდენტი რეიგანი იყო ერთ-ერთი სპიკერი ამ კონფერენციის, თურმე ეს არის მიუღებელი მათთვის, თურმე მიუღებელია ჩემი განცხადებები, რაც ვთქვი, რომ მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში, სკოლებში, ბაღებში და რომ მიუღებელია ის აგრესიული, აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც შეეხება გენდერს და სქესის გადაკეთებას და თუ ამის გამო ვიღაცას არ უნდა ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან, მმართველ ძალასთან თანამშრომლობა, ეს მათი სურვილია, ჩვენც შესაბამისად გადავხედავთ თანამშრომლობას“, - განაცხადა პრემიერმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →