—

ვის შემოაქვს საქართველოში მეორადი ტანსაცმელი

10
ვის შემოაქვს საქართველოში მეორადი ტანსაცმელი
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში მეორადი ტანსაცმლის იმპორტი შემცირდა, თუმცა ფასი 50%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 9,077 მლნ დოლარის ღირებულების 2 232 ტონა მეორადი ტანსაცმლის იმპორტი განხორციელდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 6 270 მლნ დოლარის ღირებულების 2 293 ტონის. გამოდის, თუ 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანა ერთ ტონა მეორეულ ტანსაცმელს საშუალოდ, 2 735 დოლარად ყიდულობდა, წელს 3 თვეში ეს მაჩვენებელი 4 067 დოლარამდე გაიზარდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას იმ კომპანიების შესახებ, რომელსაც საქართველოში მეორეული ტანსაცმელი შემოაქვს. (ცნობისათვის, იმპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით. წყარო - საქსტატი)

შპს არჩგრუპი - კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ფერიდე ცანავა, ხოლო დირექტორია მიხეილ ზურაბაშვილი.

შპს ნავნე - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 50-50%-იანი წილები ეკუთვნით ეკატერინე ნადირაძეს და დავით გიგაურს. ნავნეს დირექტორია ეკატერინე ნადირაძე.

შპს ბალტიკ ტექსტაილ თრეიდინგ ჯორჯია - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით ეს უკანასკნელი ლიეტუვაში რეგისტრირებულ ჰუმანას მეორადი დაფინანსების მოძიების პროექტებს ეკუთვნის, დირექტორია თურქეთის მოქალაქე - ბორა კარამანლი.

შპს ბორა - კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორი კობა დავაძეა.

შპს მარინა - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით კომპანია ეკუთვნის მარინა ტაველიძეს, დირექტორია ვალერი ნადირაძე.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →