—

აშშ-მა უკრაინას 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

36
აშშ-მა უკრაინას 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო
მოსასმენად დააჭირეთ

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, 300 მილიონი დოლარამდე ღირებულების პაკეტი გამოაცხადა, - ამის შესახებ პენტაგონის განცხადებაშია აღნიშნული.

აშშ-ის თავდაცვის უწყების განმარტებით, დახმარება გამიზნულია უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კრიტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს სარაკეტო სისტემა HIMARS-ის საბრძოლო მასალებს, 155 მმ-იან ჰაუბიცებს, საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, სატვირთო მანქანებსა და მისაბმელიან მანქანებს მძიმე ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის, ავტომობილების სადიაგნოსტიკო აღჭურვილობას, სათადარიგო ნაწილებსა და სხვა საველე აღჭურვილობას.

„შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინას მიაწოდოს შესაძლებლობები ბრძოლის ველზე მისი უშუალო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და ასევე უკრაინის უსაფრთხოებისთვის გრძელვადიანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, - აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →