—

მარნეული და საგარეჯო ევროპის საფესტივალო ქალაქების პლატფორმას შეუერთდნენ

11
მარნეული და საგარეჯო ევროპის საფესტივალო ქალაქების პლატფორმას შეუერთდნენ
მოსასმენად დააჭირეთ

„ფონდი კავკასია ნიდერლანდების სამეფო კულტურის და მეცნიერების საერთაშორისო ცენტრის“ მიწვევით, მარნეულისა და საგარეჯოს დელეგაციებმა, ესპანეთის ქალაქ ჟირონაში ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალების საერთაშორისო სამიტზე…

„ფონდი კავკასია ნიდერლანდების სამეფო კულტურის და მეცნიერების საერთაშორისო ცენტრის“ მიწვევით, მარნეულისა და საგარეჯოს დელეგაციებმა, ესპანეთის ქალაქ ჟირონაში ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალების საერთაშორისო სამიტზე მიიღეს მონაწილეობა.

ვიზიტის ფარგლებში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ 40-მდე ევროპული საფესტივალო ქალაქის მერს და 200 დელეგატს სხვადასხვა ქვეყნიდან. პროგრამა მოიცავდა პლენარულ სესიებს, ძირითად გამოსვლებს, სამუშაო შეხვედრებს, სხვადასხვა კულტურულ აქტივობებს.

ეს პლატფორმა, მარნეულსა და საგარეჯოს, კულტურისა და ტურიზმის სფეროების მიმართულებით საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას და მომავალში ევროპის საფესტივალო ქალაქებთან თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →