—

ლევან ხაბეიშვილი - “რუსული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ებრძვის ქართულ ჯარს

17
ლევან ხაბეიშვილი - “რუსული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ებრძვის ქართულ ჯარს
მოსასმენად დააჭირეთ

“რუსული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ებრძვის ქართულ ჯარს, დევნის პატრიოტ ბიჭებს, რიგითებს, ოფიცრებს, გენერლებს, ყველას, ვინც პუტინის რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“…

“რუსული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ებრძვის ქართულ ჯარს, დევნის პატრიოტ ბიჭებს, რიგითებს, ოფიცრებს, გენერლებს, ყველას, ვინც პუტინის რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ლევან ხაბეიშვილმა სამხედროებს „თავდაცვის ძალების დღე“ მიულოცა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ „რუსული ოცნების ამოცანაა, როგორმე დაშალოს, მიწასთან გაასწოროს და მოკლას პატრიოტული სულისკვეთება ქართულ არმიაში“.

„თავდაცვის ძალების დღე, მინდა მივულოცო ჩვენს გამორჩეულ და საამაყო სამხედროებს, რომლებიც ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. ჩვენი სამხედროები ღირსეულად დგანან ჩვენი სამშობლოს და ხალხის უსაფრთხოების დასაცავად.

რეალურად, რუსული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ებრძვის ქართულ ჯარს. დევნის პატრიოტ ბიჭებს, რიგითებს, ოფიცრებს, გენერლებს, ყველას, ვინც პუტინის რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის ...

11 წელია რუსული ოცნების ამოცანაა, როგორმე დაშალოს, მიწასთან გაასწოროს და მოკლას პატრიოტული სულისკვეთება ქართულ არმიაში, მაგრამ ცხადია, ეს მათ აუხდენელ ოცნებად დარჩებათ.

სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენს ჯარს ფინანსურადაც ძალიან გაუჭირვა რუსმა ოლიგარქმა. მაქსიმალურად ცდილობენ, ჯარისკაცები ფინანსური წნეხის ქვეშ ჰყავდეთ და ჯარიდან გააქციონ ქვეყნის პატრიოტები ...

საბოლოოდ, იქამდე მიიყვანეს საქმე, რომ თავდაცვის მინისტრად, ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ბანკის”, პლასტიკური ბარათების დეპარტამენტის სპეციალისტი დანიშნეს. რუსმა ოლიგარქმა პირდაპირ დაიქვემდებარა ჯარი ... მიუხედავად ამისა, ის ვერ მოახერხებს დაიმორჩილოს არმია.

ხელისუფლების შეცვლიდან მეორე დღესვე, რადიკალურად შეიცვლება ეს დამოკიდებულება და მიდგომები. დაფასდება თითოეული ჯარისკაცი, ოფიცერი და ამაყად გავაგრძელებთ ქართული ჯარის მშენებლობას“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →