—

ბექა დავითულიანი - საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობაში დადანაშაულება მძიმე ბრალდებაა

14
ბექა დავითულიანი - საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობაში დადანაშაულება მძიმე ბრალდებაა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობაში დადანაშაულება მძიმე ბრალდებაა, რასაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს - ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხისგან თავი გადაირჩინოს, პრორუსულობას არ ნიშნავს…

საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობაში დადანაშაულება მძიმე ბრალდებაა, რასაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს - ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხისგან თავი გადაირჩინოს, პრორუსულობას არ ნიშნავს, - ეს განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა გააკეთა.

როგორც დავითულიანმა ამ კონტექსტში აღნიშნა, ნანახი გვაქვს, თუ როგორი მძიმე შედეგებით მთავრდება, როცა პარტნიორები ძალიან მკაფიო ნაბიჯების გადადგმას ითხოვდნენ.

„გვინდა, რომ დასავლურ ოჯახში შევიდეთ და მისი სრულფასოვანი ნაწილი გავხდეთ, მაგრამ არ გვინდა, რომ ეს ამ ქვეყნის განადგურების ხარჯზე გავაკეთოთ, რადგან თუ ევროკავშირში შესასვლელი აღარაფერი იქნა და ერთი მთლიანი შენობა არ დაგვრჩა, რა შევიყვანოთ?! საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი დგას და ქვეყანას დღევანდელ სიტუაციაში რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება უსაფრთხოების რისკებს გაუზრდის. უსაფრთხოების რისკების გაზრდა და გამწვავება გამოიხატება მათ შორის, ორმხრივი სანქციების დაწესებაში, რაც მოგვთხოვეს და არ დავაწესეთ. ასევე, მკაფიო აგრესიულ რიტორიკაში, რასაც პერიოდულად სულ გვთხოვენ, მაგრამ ვერ ვშვრებით. განა არ ვშვრებით, ვერ ვშვრებით - ძალიან გვინდა გამოვიდეთ და რუსები, მისი საოკუპაციო ჯარები ჩვენი ქვეყნიდან გავყაროთ, პუტინს პატარა ჰიტლერი ვუწოდოთ, რომელიც დღეს ნამდვილად არის, მაგრამ დღეს ჩვენ ამის ძალა არა გვაქვს, რადგან თუ ამას პასუხი მოჰყვა, ამით ჩვენი ქვეყანა დაზიანდება", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →