—

2022 წლის 1-ელი თებერვლიდან 2023 წლის 24 აპრილის ჩათვლით, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის, 155 556 ჯარიმაა გამოწერილი

58
2022 წლის 1-ელი თებერვლიდან 2023 წლის 24 აპრილის ჩათვლით, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის, 155 556 ჯარიმაა გამოწერილი
მოსასმენად დააჭირეთ

2022 წლის 1-ელი თებერვლიდან 2023 წლის 24 აპრილის ჩათვლით პერიოდში, თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტის სამივე სახეობით: მეტროპოლიტენით, მიკროავტობუსითა და ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისას, ჯამში, 155 556 ჯარიმაა…

2022 წლის 1-ელი თებერვლიდან 2023 წლის 24 აპრილის ჩათვლით პერიოდში, თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტის სამივე სახეობით: მეტროპოლიტენით, მიკროავტობუსითა და ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისას, ჯამში, 155 556 ჯარიმაა გამოწერილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს, გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 3 111 120 ლარს შეადგენს.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის განმავლობაში 105 692 ჯარიმაა გამოწერილი. 2023 წლის 4 თვეში კი 49 864.

2022 წელს, ყველაზე მეტი 64 850 ჯარიმა ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისას გაიცა, ხოლო ყველაზე ცოტა 10 650 მეტროპოლიტენით სარგებლობისას. წლის განმავლობაში, მიკროავტობუსით მგზავრობისას 30192 ჯარიმაა გამოწერილი.

რაც შეეხება 2023 წელს, მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ამ შემთხვევაშიც, ყველაზე მეტი 25144 ჯარიმაა გაცემული ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისას, ხოლო ყველაზე ცოტა 867 ჯარიმა მეტროპოლიტენით გადაადგილებისას. მიკროავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისას კი 23853 ჯარიმაა გამოწერილი.

ცნობისთვის, თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმაა დაწესებული.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →