—

პაატა მანჯგალაძე - ღარიბაშვილი ევროპაში ჩავიდა არა როგორც საქართველოს, არამედ როგორც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი

11
პაატა მანჯგალაძე - ღარიბაშვილი ევროპაში ჩავიდა არა როგორც საქართველოს, არამედ როგორც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი
მოსასმენად დააჭირეთ

მნიშვნელოვანია, თუ რით ჩავიდა ევროპაში ირაკლი ღარიბაშვილი - ევრორეკომენდაციების 12 პუნქტიდან მაქსიმუმ ორი მეტ-ნაკლებად შესრულებულია, დანარჩენი ათი კი არის შესრულების ფაზაში, საწყის ეტაპზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს…

მნიშვნელოვანია, თუ რით ჩავიდა ევროპაში ირაკლი ღარიბაშვილი - ევრორეკომენდაციების 12 პუნქტიდან მაქსიმუმ ორი მეტ-ნაკლებად შესრულებულია, დანარჩენი ათი კი არის შესრულების ფაზაში, საწყის ეტაპზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ევროპის ქალაქებში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები ადასტურებს, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ელიან, მაგრამ ამას წინ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ეღობება.

„ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროპა, ნატო მხარს უჭერს არა რომელიმე ხელისუფლებას ან პარტიას, არამედ პირველ რიგში, საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, რომელთაც სურთ საქართველო ევროპის და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი გახდეს. ეს ყველაფერი ჩვენი უსაფრთხოებისა და მიმავლისთვის ხდება. კანდიდატის სტატუსის მინიჭება მხოლოდ ტექნიკურად არ ხდება. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ევროპა საქართველოსგან ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის შანსის მიცემას ელოდება. ამას „ქართული ოცნება“ ეღობება. უფრო მეტიც - შექმნეს დავალებათა დივერსიული ჯგუფი, რომელსაც ევროპის მხილება და ევროპისგან ომის საფრთხეზე ხალხის გაფრთხილება უნდა დაეწყო. ამ პროპაგანდამ არ იმუშავა - ქვეყნის მოსახლეობის 90% ევროინტეგრაციას უჭერს მხარს. ღარიბაშვილი ევროპაში ჩავიდა არა როგორც საქართველოს, არამედ როგორც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი - ის იქ ქართველი ხალხის ნებას არ ახმოვანებს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →