—

თბილისის მერია 160 ერთეულ, ბუნებრივ აირზე მომუშავე 18-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის

37
თბილისის მერია 160 ერთეულ, ბუნებრივ აირზე მომუშავე 18-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისის სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვნად იზრდება მგზავრთნაკადი, დაგეგმილია 160 ერთეული…

თბილისის სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვნად იზრდება მგზავრთნაკადი, დაგეგმილია 160 ერთეული, ბუნებრივ აირზე მომუშავე (ევრო 6 სტანდარტის ემისიის) 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამ მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ გამოცხადებული აქვს ბაზრის კვლევა, რომელიც 27 აპრილს დასრულდება.

როგორც კალაძემ განმარტა, ბაზრის კვლევის შედეგების შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება დაგეგმილია მაისის დასაწყისში.

„წინასწარი შეფასებით, 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ჯამური ბიუჯეტი, დღგ-ს ჩათვლით, დაახლოებით 245 მლნ ლარი იქნება. ეს თანხა დაკორექტირდება ბაზრის კვლევის შედეგების მიხედვით.

18-მეტრიანი ავტობუსების მოწოდება დაგეგმილია ეტაპობრივად 2024 წლის განმავლობაში. პირველი 50 ერთეულის მოგვეწოდება, საორიენტაციოდ, 2024 წლის აპრილამდე, ხოლო დანარჩენის - 2024 წლის მეოთხე კვარტალში“, - განაცხადა კალაძემ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →