—

იენს სტოლტენბერგი- საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ნატო-ს მხრიდან როგორც პოლიტიკური, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის იმედი

16
იენს სტოლტენბერგი- საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ნატო-ს მხრიდან როგორც პოლიტიკური, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის იმედი
მოსასმენად დააჭირეთ

მინდა შევაქო საქართველოს ძალისხმევა, რომელიც გამოიჩინა რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიის სტანდარტების დაცვის მიმართულებით , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს…

მინდა შევაქო საქართველოს ძალისხმევა, რომელიც გამოიჩინა რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიის სტანდარტების დაცვის მიმართულებით , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ნატო-ს მხრიდან როგორც პოლიტიკური, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის იმედი.

„საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ალიანსის წევრები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. განვაგრძობთ რუსეთის მიმართ მოწოდებებს, რომ აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და უკან წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსი.

ჩვენ ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე და იმაზე, როგორ შეგვიძლია ამ პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცება. განსაკუთრებით ვისაუბრეთ საქართველოსა და ნატო-ს არსებით პაკეტზე. საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ნატო-ს მხრიდან როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული, ტექნიკური მხარდაჭერის იმედი. მინდა შევაქო საქართველოს ძალისხმევა, რომელიც გამოიჩინა რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიის სტანდარტების დაცვის მიმართულებით.

ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სურს დემოკრატიული კეთილდღეობის ქვეყანა, რომელიც ევროატლანტიკურ ალიანსში იქნება ინტეგრირებული. ნატო განაგრძობს თქვენს პარტნიორობას იმ პროცესში, რომლის დროსაც მიისწრაფვით თქვენი ასპირაციების მიღწევისკენ.

დღეს ასევე ვისაუბრეთ რუსულ აგრესიაზე და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. გასულ კვირას ვიყავი კიევში. პრეზიდენტ ზელენსკისადმი ჩემი გზავნილი იყო მკაფიო - ნატო დგას უკრაინის გვერდით დღეს და იდგება იქამდე, ვიდრე ეს საჭიროა. არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით, რომ რუსული აგრესია წარმოადგენს ტოქსიკურ ტენდენციას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. უკრაინა იცავს საკუთარ თავს, წესდებას და ალიანსის წევრები ამას მხარს უჭერენ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა, რომლის თარგმანსაც "იმედი" ავრცელებს.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →