—

\"საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, თუმცა მეტი რეფორმებია საჭირო\" - ბორელი

12
\"საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, თუმცა მეტი რეფორმებია საჭირო\" - ბორელი
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, თუმცა საჭიროა მეტი რეფორმები, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა საქართველოს საგარეო…

საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, თუმცა საჭიროა მეტი რეფორმები, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ვისაუბრეთ ისტორიულ შესაძლებლობაზე საქართველოს ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით და ასევე, დემოკრატიის გაძლიერების საჭიროებაზე.

დავადასტურეთ, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, თუმცა მეტი რეფორმებია საჭირო, ვინაიდან წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი იქნება განხილული. ჩვენ მოვუწოდეთ მინისტრ დარჩიაშვილს, პოზიტიური სიგნალები გაუგზავნოს ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული პრიორიტეტების თვალსაზრისით“, – განაცხადა ბორელმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისაც შეხვდა.

(bm.ge)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →