—

საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე ვაპირებთ საქართველოზე საუბარს - ჯოზეფ ბორელი

19
საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე ვაპირებთ საქართველოზე საუბარს - ჯოზეფ ბორელი
მოსასმენად დააჭირეთ

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე ვაპირებთ საქართველოზე საუბარს, გვექნება შეხვედრა, განვიხილავთ მის პერსპექტივას და უსაფრთხოების ვითარებას“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და…

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე ვაპირებთ საქართველოზე საუბარს, გვექნება შეხვედრა, განვიხილავთ მის პერსპექტივას და უსაფრთხოების ვითარებას“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ბორელის თქმით, დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს საკითხის განსახილველად.

„ჩვენ ვაპირებთ საქართველოზე საუბარს. გვექნება შეხვედრა, განვიხილავთ მის პერსპექტივას, უსაფრთხოების სიტუაციას. ჩვენთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. უნდა გვახსოვდეს, რომ მას უსაფრთხოების სპეციფიური საკითხები უდგას, რადგან მისი ტერიტორია ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ასე რომ, მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს საკითხის განსახილველად“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

(primetime)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →