—

ევროკავშირის ელჩი - საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა ბატონ გვარამიას

15
ევროკავშირის ელჩი - საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა ბატონ გვარამიას
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა ბატონ გვარამიას, მისი საკონსტიტუციო უფლებაა შეიწყალოს ის, ვისი შეწყალებაც სურს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს…

საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა ბატონ გვარამიას, მისი საკონსტიტუციო უფლებაა შეიწყალოს ის, ვისი შეწყალებაც სურს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებმაც მას დაუსვეს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, უნდა შეიწყალოს თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია.

კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ნიკა გვარამიას შეწყალება საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ელჩმა უპასუხა, რომ ევროკავშირის 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი მედიის თავისუფლებას, პროფესიონალიზმს და დამოუკიდებლობას ეხება.

„როგორც იცით, 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი ეხება მედიის თავისუფლებას, პროფესიონალიზმს, დამოუკიდებლობას. თავისუფალი გამოხატვის უფლება არის ერთ-ერთი პრინციპი, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება. ასე რომ, ჩვენ ამ და სხვა საქმეებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ჯერ კიდევ არის დრო, სანამ ევროკომისია შეფასებას წარადგენს ანგარიშის სახით. ეს ანგარიში გამოქვეყნდება ოქტომბერში და წევრი ქვეყნები, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე, მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ შემდგომ ნაბიჯებზე მიმდინარე წლის დეკემბერში“, - აღნიშნა ელჩმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →