—

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლს სატვირთო მანქანა დაეჯახა

16
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლს სატვირთო მანქანა დაეჯახა
მოსასმენად დააჭირეთ

დედოფლისწყაროში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლს სატვირთო მანქანა დაეჯახა. სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომანქანის მძღოლი შემთხვევიდან ორ საათში თბილისში დააკავეს.

დაუდევრობა თუ გამიზნული ქმედება - პრემიერის ოჯახი მომხდარზე არ საუბრობს, კამერებთან საუბარი არ სურთ ადგილობრივებსაც.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
"სხვადასხვა დროს არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოწოდებას" - ამის შესახებ შსს-ში იმ პირთან დაკავშირებით საუბრობენ.

მოქალაქე, რომელიც არღვევდა საგზაო მოძრაობის წესებს და საფრთხეს უქმნიდა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, სხვადასხვა დროს არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოწოდებას, რომ გაეჩერებინა ავტომობილი. 

მან ასევე თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით დააზიანა სამართალდამცველების ავტომანქანებიც.

სამართალდამცველებმა აღნიშნული მოქალაქე დააკავეს. 

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე და 353-ე მუხლის პირველი ნაწილებით, - აცხადებენ შსს-ში.

Mtavari arxi

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →