—

გიორგი ვაშაძე - 11 წლის მანძილზე სამი რამ მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში: კორუფცია, სიღარიბე და რუსეთი

12
გიორგი ვაშაძე - 11 წლის მანძილზე სამი რამ მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში: კორუფცია, სიღარიბე და რუსეთი
მოსასმენად დააჭირეთ

სხვათა შორის, 111 წლის წინ ტიტანიკი ჩაიძირა და დიდი ტრაგედია იყო და 11 წლის წინ „ქართული ოცნება“ შეიქმნა და ესეც დიდი ტრაგედია იყო, ჩემი აზრით, საქართველოს ისტორიაში, - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე…

სხვათა შორის, 111 წლის წინ ტიტანიკი ჩაიძირა და დიდი ტრაგედია იყო და 11 წლის წინ „ქართული ოცნება“ შეიქმნა და ესეც დიდი ტრაგედია იყო, ჩემი აზრით, საქართველოს ისტორიაში, - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წლის შესრულებას.

მისივე თქმით, 11 წლის მანძილზე სამი რამ მოიტანა "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში: კორუფცია, სიღარიბე და რუსეთი.

„რას ჰპირდებოდა ხალხს „ქართული ოცნება“? - სამართლიანობის აღდგენას, „კლანის“ დასრულებას, ეკონომიკურ აღმავლობას, სოფლის განვითარებას... უამრავი დაპირება ჰქონდა. არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია. სამი რამ გააკეთა მხოლოდ: განამტკიცა „კლანი“ და კორუფცია, მოიტანა სიღარიბე და რუსეთი. სამწუხაროდ, ასეთი გავლენა რუსეთს საქართველოში არ ჰქონია დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან,“ - განაცხადა ვაშაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →