—

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტ მოუწოდებს, ნიკა გვარამია გაათავისუფლოს

16
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტ მოუწოდებს, ნიკა გვარამია გაათავისუფლოს
მოსასმენად დააჭირეთ

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ნიკა გვარამია სასწრაფოდ გაათავისუფლოს.

ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ წერილშია ნათქვამი.

წერილში აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზეც, მაგალითად აშშ-ის საელჩოსგან, ევროპარლამენტისგან, საქართველოს სახალხო დამცველისგან.

წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი ორგანიზაცია “ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი” (CPJ) აღნიშნავს, რომ დაპატიმრებული ჟურნალისტების სიას 1992 წლიდან ადგენს და აქამდე საქართველოში არცერთი ჟურნალისტი არ ყოფილა დაპატიმრებული.

“გვარამიას დაპატიმრება, რომელიც საქართველოს პოსტსაბჭოთა ევრაზიის რეპრესიული, ავტორიტარული სახელმწიფოების სიაში აქცევს, ზიანს აყენებს თქვენი ქვეყნის რეპუტაციას”, - აღნიშნულია წერილში.

განცხადების თანახმად, გვარამიას გათავისუფლება საქართველოს ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება და პრეზიდენტმა თავად აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის არჩევანია ევროპული ინტეგრაციის მიღწევა.

“მოგიწოდებთ, გამოიყენოთ თქვენი აღმასრულებელი უფლებამოსილება ნიკა გვარამიას ციხიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გასათავისუფლებლად”, - ნათქვამია წერილში.

განცხადებაზე ხელმომწერთა შორის არიან:“ჟურნალისტები დაცვის კომიტეტი“ (CPJ), „Article 19“, „ევროპელი ჟურნალისტები ასოციაცია“ (AEJ), „პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი“ (ECPMF), „ჟურნალისტების ევროპული ფედერაცია“ (EFJ), Human Rights Watch, ფონდი „სამართალი ჟურნალისტებისთვის“, „ცენზურის ინდექსი“, „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI), PEN International, „ რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ (RSF).

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →