—

სტრასბურგმა “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” საჩივარი დასაშვებად ცნო

13
სტრასბურგმა “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” საჩივარი დასაშვებად ცნო
მოსასმენად დააჭირეთ

სტრასბურგის სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სახელმწიფოთაშორის საქმეზე და საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საჩივარი დასაშვებად ცნო. გადაწყვეტილება საბოლოოა და…

სტრასბურგის სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სახელმწიფოთაშორის საქმეზე და საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საჩივარი დასაშვებად ცნო. გადაწყვეტილება საბოლოოა და შემდგომ ეტაპზე არსებითი განჩინება მოჰყვება

საჩივარი სტრასბურგში საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 22 აგვისტოს შეიტანა. ეს არის მეოთხე სახელმწიფოთაშორისი განცხადება საქართველო რუსეთის წინააღმდეგ.განცხადებიდან ირკვევა, რომ საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის მიერ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ დანაშაულებსა და ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებს.

საქართველოს მთავრობა საჩივარში ამტკიცებს, რომ რუსეთი ჩართულია და კვლავ აგრძელებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის შევიწროებას, უკანონო დაკავებებს, ეთნიკურად იმ ქართველების წამებას, მკვლელობასა და დაშინებას, ვინც შეეცადა გამყოფი საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას, ან ვინც ამ ხაზთან ახლოს ცხოვრობს.

სარჩელში ნახსენებია არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც ცხინვალში გაიტაცეს და წამებით მოკლეს, ასევე გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის უკანონო დაკავება და მკვლელობა.

(metronome)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →