—

საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

59
საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა
მოსასმენად დააჭირეთ

2023 წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. 3 თვეში ქვეყნიდან 411.7 მლნ აშშ დოლარის 22 391 ერთეული ავტომობილი გადაიყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში…

2023 წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. 3 თვეში ქვეყნიდან 411.7 მლნ აშშ დოლარის 22 391 ერთეული ავტომობილი გადაიყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 94.8 მლნ აშშ დოლარის 10 973 ერთეული გავიდა ქვეყნიდან.

მაჩვენებელი აღემატება პანდემიამდელ 2019 წელსაც, როცა რეექსპორტმა 107. 8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საერთო მაჩვენებელთან ერთად დაახლოებით, 112%-ით გაძვირდა რეექსპორტირებული ერთი ავტომობილის საფასურიც. კერძოდ, თუ 2022 წლის 3 თვეში რეექსპორზე გასული ერთეული მანქანის ღირებულება საშუალოდ 8,650 დოლარს შეადგენდა, წელს მისმა ფასმა 18,400 დოლარამდე მოიმატა. შესაბამისად, გამოდის, რომ იმპორტიორ ქვეყნებში მოთხოვნა უფრო მეტად სწორედ ძვირად ღირებულ ავტომობილებზე მოდის.

გთავაზობთ ტოპ-10 ქვეყანას, სადაც საქართველომ ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილი გადაყიდა:

  • აზერბაიჯანი - 99.6 მლნ აშშ დოლარის 7 348 ერთეული
  • სომხეთი - 87.2 მლნ აშშ დოლარის 4 845 ერთეული
  • ყაზახეთი - 87.1 მლნ აშშ დოლარის 4 757 ერთეული
  • ყირგიზეთი - 87.1 მლნ აშშ დოლარის 2 398 ერთეული
  • რუსეთი - 21.6 მლნ აშშ დოლარის 1 544 ერთეული
  • ტაჯიკეთი - 8.1 მლნ აშშ დოლარის 815 ერთეული
  • ბელგია -5.7 მლნ აშშ დოლარის 119 ერთეული
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 5.1 მლნ აშშ დოლარის 61 ერთეული
  • უკრაინა - 3.3 მლნ აშშ დოლარის 189 ერთეული
  • ჩინეთი - 1.4 მლნ აშშ დოლარის 33 ერთეული

ინფორმაციისთვის, საგარეო ვაჭრობის პორტალზე მონაცემები 2014 წლიდანაა ხელმისაწვდომი. 2023 წლის 3 თვის მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მონაცმები კი, მოცემული 9 წლის რეკორდია, როგორც რაოდენობრივ, ასევე თანხობრივ ჭრილშიც.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →