—

ირაკლი კობახიძე: დღეს კანონმდებლობა ფუნდამენტურად არის შეცვლილი, რაც ჩვენი რეფორმების 4 ტალღის დამსახურებაა

22
ირაკლი კობახიძე: დღეს კანონმდებლობა ფუნდამენტურად არის შეცვლილი, რაც ჩვენი რეფორმების 4 ტალღის დამსახურებაა
მოსასმენად დააჭირეთ

2012 წლამდე რადიკალურად განსხვავებული ვითარება იყო, გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა პრაქტიკულად ნულოვანი იყო. ეს ყველაფერი არის ჩვენი რეფორმების 4 ტალღის დამსახურება, კანონმდებლობა არის ფუნდამენტურად შეცვლილი და…

2012 წლამდე რადიკალურად განსხვავებული ვითარება იყო, გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა პრაქტიკულად ნულოვანი იყო. ეს ყველაფერი არის ჩვენი რეფორმების 4 ტალღის დამსახურება, კანონმდებლობა არის ფუნდამენტურად შეცვლილი და დახვეწილი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ არსებული კანონმდებლობა არა მარტო შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, არამედ ძალიან ბევრი თვალსაზრისით ამ სტანდარტებს აჭარბებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი 3-ჯერ არის შემცირებული, ადმინისტრაციული პატიმრობა ასევე 3-ჯერ არის შემცირებული, გირაოს მოცულობა თანხაში არის 18-ჯერ შემცირებული, ანუ 18-ჯერ შეუმსუბუქდათ საქართველოს მოქალაქეებს სასამართლოს მხრიდან ფინანსური ტვირთი. ჯარიმების მოცულობა არის 5-ჯერ შემცირებული, განახევრებულია შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი [მოსმენა, მიყურადება] და რაც შეეხება სტრასბურგში, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან გაგზავნილ სარჩელებს, მარტო ამ ნაწილში არის 3-ჯერ შემცირებული სტატისტიკა.

ეს ყველაფერი არის იმის უტყუარი დასტური, რომ სასამართლო სისტემაში არა მარტო არსებითი ცვლილებები გვაქვს, არამედ ყველა სისტემური პრობლემა აღმოფხვრილია. სტატისტიკა არის უტყუარი მტკიცებულება, რომ ყველა სისტემური პრობლემა აღმოიფხვრა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →