—

ყარაჯალარში მცხოვრებ ასაკოვან მამაკაცს და გაჩიანის მკვიდრს კორონავირუსი დაუდასტურდა

59
ყარაჯალარში მცხოვრებ ასაკოვან მამაკაცს და გაჩიანის მკვიდრს კორონავირუსი დაუდასტურდა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ორი რუსთავის ,,ცხელების ცენტრში“ დაფიქსირდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის ,,ცხელების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ განუცხადა…

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ორი რუსთავის ,,ცხელების ცენტრში“ დაფიქსირდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის ,,ცხელების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ განუცხადა, ცენტრში დაფიქსირებული შემთხვევებიდან, ერთი საშუალო ასაკის ქალი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანში მცხოვრები 65 წლის ქალის კონტაქტია, რომელსაც ,,კოვიდ 19“ რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. მეორე კოვიდინფიცირებული ასაკოვანი მამაკაცია, რომელიც სოფელ ყარაჯალარიდან არის.

,,გუშინ ლაბორატორიაში 8 საკვლევი მასალა გადაიგზავნა, მათგან ორს დაუდასტურდა ,,კოვიდ 19“. ინფიცირებული, საშუალო ასაკის ქალია და ის გაჩიანში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. რაც შეეხება მორე შემთხვევას, ასაკოვანი მამაკაცია სოფელ ყარაჯალარიდან, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა, თანმდევი დაავადებიდან გამომდინარე აქვს სუნთქვის უკმარისობა, დატვირთული ანამნეზი“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მაია რაზმაძემ.

İPN

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →