—

ანა ნაცვლიშვილი -"ქართული ოცნება" შეუერთდა „კლანს“ და დაადასტურა დანაშაულში თანამონაწილეობა

16
ანა ნაცვლიშვილი -"ქართული ოცნება" შეუერთდა „კლანს“ და დაადასტურა დანაშაულში თანამონაწილეობა
მოსასმენად დააჭირეთ

"ქართული ოცნება" დღეს უკვე პოლიტიკურად და სამართლებრივადაც შეუერთდა „კლანს“ და დაადასტურა დანაშაულში თანამონაწილეობა - სანქცირებული „კლანის“ მფრაველობა საფრთხეს უქმნის "ოცნების" უსაფრთხოებასაც , - ამის შესახებ „ლელოს“…

"ქართული ოცნება" დღეს უკვე პოლიტიკურად და სამართლებრივადაც შეუერთდა „კლანს“ და დაადასტურა დანაშაულში თანამონაწილეობა - სანქცირებული „კლანის“ მფრაველობა საფრთხეს უქმნის "ოცნების" უსაფრთხოებასაც , - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც შეაფასა უმრავლესობის გადაწყვეტილება მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად რეგისტრაცია არ გაევლოთ და კვორუმის არ არსებობის გამო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა არ შედგა.

როგორც მან აღნიშნა, "ქართული ოცნება" დანაშაულის დამალვითაა დაკავებული.

"დღეს "ქართული ოცნება" დამარცხდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დანაშაულის თანამონაწილეა და ამ დანაშაულის დამალვითაა დაკავებული.

ხელისუფლებას, რომელსაც სჯერა საკუთარი განცხადებების, რომ სასამართლოში პრობლემები და მძიმე დანაშაულები არ არის, არ შეუშინდებოდა სიმართლის დამდგენი კომისიის შექმნას. "ქართულ ოცნებას" ეშინია სიმართლის, ამიტომაც გაიქცა ბრძოლის ველიდან, რომ არ შექმნილიყო სიმართლის დამდგენი კომისია სასამართლოსთან მიმართებით.

მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას მობილიზებისთვის და იმედი მაქვს, რომ ეს მობილიზება გაგრძელდება. თუმცა, ფაქტია "ქართული ოცნება" დღეს უკვე პოლიტიკურად და სამართლებრივადაც იმით, რაც დარბაზში მოხდა, შეუერთდა კლანს და დაადასტურა დანაშაულში თანამონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ სანქცირებული კლანის მფრაველობა საფრთხეს უქმნის "ქართული ოცმების" უსაფრთხოებასაც", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, კვორუმის არარსებობის გამო, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მათ კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს, რაც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ "სოლიდარობის აქტად" შეაფასა. სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ 51-მა დეპუტატმა გაიარა.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →