—

„დღის წესრიგშია, მაგრამ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე დღეს არ გავა“ – შალვა პაპუაშვილი

18
„დღის წესრიგშია, მაგრამ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე დღეს არ გავა“ – შალვა პაპუაშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

სასამართლო სისტემაში კორუფციული ფაქტების გამოსაძიებლად საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დღის წესრიგშია, თუმცა კენჭისყრაზე დღეს არ გავა – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

სასამართლო სისტემაში კორუფციული ფაქტების გამოსაძიებლად საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დღის წესრიგშია, თუმცა კენჭისყრაზე დღეს არ გავა – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

“იმისთვის, რომ ოპოზიციამ სერიოზულობა კიდევ ერთხელ აჩვენოს დღეს საზოგადოებას, იქნებ თავი შეიწუხოს ოპოზიციის წევრებმა და დღესაც გამოცხადდნენ სხდომაზე, ხვალაც გამოცხადდნენ და ზეგაც”, – განაცხადა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტში ოპოზიცია აყენებს. “ოცნება” ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, რადგან ამტკიცებენ, რომ სასამართლო სისტემაში გამოსაძიებელი არაფერია. კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ოპოზიციამ მას შემდეგ დააყენა, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ მოსამართლეს კორუფციული საქმიანობის გამო, სანქციები დაუწესა და შტატებში შესვლა აუკრძალა. სანქცირებული მოსამართლეები არიან ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია, ვალერიან ცერცვაძე.

(metronome)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →