—

რუსეთიდან ავტოტრანსპორტით ექსპორტში საქართველო მეექვსე ადგილზეა

13
რუსეთიდან ავტოტრანსპორტით ექსპორტში საქართველო მეექვსე ადგილზეა
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთიდან საქართველოში ავტოტრანსპორტით ექსპორტზე განაცხადების რაოდენობა წლის პირველ კვარტალში 33%-ით გაიზარდა. ამის შესახებ სატვირთო გადაზიდვების ბირჟა ATI.SU-ს მონაცემებში არის ნათქვამი, რასაც რუსული…

რუსეთიდან საქართველოში ავტოტრანსპორტით ექსპორტზე განაცხადების რაოდენობა წლის პირველ კვარტალში 33%-ით გაიზარდა. ამის შესახებ სატვირთო გადაზიდვების ბირჟა ATI.SU-ს მონაცემებში არის ნათქვამი, რასაც რუსული „კომერსანტი“ავრცელებს.

საექსპორტო ტრაფიკი რუსეთიდან განსაკუთრებით თურქეთის მიმართულებით, 213%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზეა უზბეკეთი 68%-ით, შემდეგ კი სომხეთი 59%-ით. ყაზახეთში რუსეთიდან ავტოტრანსპორტით საექსპორტო განაცხადების რაოდენბამ 45%-ით, ხოლო ყირგიზეთში 41%-ით მოიმატა.

რუსეთიდან საექსპორტო ავტოგადაზიდვები მთლიანობაში 8%-ით შემცირდა, თუმცა, ATI.SU-ს შეფასებით, ეს უმნიშვნელო კლებაა, რადგან „ევროპული მიმართულებების დანაკარგი „მეგობარმა ქვეყნებმა“ დააკომპენსირეს.“

ამასთან, ATI.SU-ს გამოთვლებით, წლის პირველ კვარტალში სხვა ქვეყნებიდან რუსეთში ავტოტრანსპორტით იმპორტი კიდევ უფრო სწრაფად, 40%-ით გაიზარდა. ამ შემთხვევაშიც საავტომობილო გადამზიდველები იმპორტის სერიოზულ ზრდას მეზობელი „მეგობარი ქვეყნებიდან“ აფიქსირებენ. ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის არის ყაზახეთი სამმაგი და ყირგიზეთი ორმაგი ზრდით. ასევე, მნიშვნელოვანი, 79%-იანი ზრდა დაფიქსირდა სომხეთიდან, ბელარუსიდან 65%, თურქეთიდან 63% და უზბეკეთიდან 59%.

ამასთან, ტრანსპორტირების ტარიფები იანვარ-მარტში, გასული წლის 1 კვარტალთან შედარებით, 11%-ით გაიზარდა, რაც მაკომპლექტებლების გაძვირების გამო კიდევ გაგრძელდება. ATI.SU-ს მონაცემებით, სატვირთო მანქანებით გადაზიდვებზე ფასები პირველ კვარტალში, საშუალოდ, 6%-ით გაიზარდა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →