—

ლევან ხაბეიშვილი - მოვუწოდებ ყველას, ძალა ერთობაშია - თუ ვინმეს თავისი პარტია სურს, ეს მისი საქმეა

71
ლევან ხაბეიშვილი - მოვუწოდებ ყველას, ძალა ერთობაშია - თუ ვინმეს თავისი პარტია სურს, ეს მისი საქმეა
მოსასმენად დააჭირეთ

მე მოუწოდებ ყველას ერთობისკენ - თუ ვინმეს თავისი პარტია სურს, ეს მისი საქმეა, მისი კონსტიტუციური უფლებაა , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიაში მიმდინარე მოვლენებთან…

მე მოუწოდებ ყველას ერთობისკენ - თუ ვინმეს თავისი პარტია სურს, ეს მისი საქმეა, მისი კონსტიტუციური უფლებაა , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქვეყნის მტერი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია და არა თავად ლევან ხაბეიშვილი.

„თუ რაიმე ოფისებს იღებენ, მათ შეუძლიათ ჰქონდეთ საკუთარი პარტია და საკუთარი პოლიტიკა განსაზღვრული. მე მოუწოდებ ყველას ერთობისკენ. ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ლევან ხაბეიშვილი ვერ იქნება ამ ქვეყნის მტერი და ლევან ხაბეიშვილთან ბრძოლა ვერ შეიძლება იყოს ქართველი ხალხისთვის რაიმე პრიორიტეტი. არ ჩაითვლება ეს სერიოზულ მოქმედებად არავისთვის. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას - ძალა ერთობაშია, ყველას შეუძლია, რომ პარტიაში მოვიდეს და ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა ბრძოლა, იბრძოლოს და შესაბამისად, თუ ვინმეს მისი პარტია სურს, ეს მისი საქმეა. ეს არ არის ჩემი საქმე. ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა“ , - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და მისმა მხარდამჭერებმა ოფისი გახსნეს.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →