—

ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ თვეში 350 მლნ დოლარით გაიზარდა

55
ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ თვეში 350 მლნ დოლარით გაიზარდა
მოსასმენად დააჭირეთ

მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის Bloomberg Billionaires Index-ის განახლებული მონაცემებით, ერთი თვის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ქონება 350 მილიონი დოლარით გაიზარდა. ამ დროისთვის ის 6 მილიარდ დოლარს ფლობს. ერთი თვის…

მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის Bloomberg Billionaires Index-ის განახლებული მონაცემებით, ერთი თვის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ქონება 350 მილიონი დოლარით გაიზარდა. ამ დროისთვის ის 6 მილიარდ დოლარს ფლობს. ერთი თვის წინ ქართველი მილიარდერის ანგარიშზე 5,650 მლნ დოლარი ქონება იყო.

ამდენად, 17 აპრილის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილის მთლიანი ქონება 6 მლრდ დოლარს შეადგენს და 500 უმდიდრეს ადამიანთა შორის 412-ე ადგილზეა.

რაც შეეხება Top-10-ს Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ასე გამოიყურება:

  • ბერნარ არნო (საფრანგეთი) მთლიანი ქონება: 212 მლრდ დოლარი
  • ილონ მასკი (აშშ) - მთლიანი ქონება: 180 მლრდ დოლარი
  • ჯეფ ბეზოსი (აშშ) მთლიანი ქონება: 127 მლრდ დოლარი
  • ბილ გეითსი (აშშ)- მთლიანი ქონება: 122 მლრდ დოლარი
  • უორენ ბაფეტი (აშშ) - მთლიანი ქონება: 114 მლრდ დოლარი
  • ლარი ელისონი (აშშ) - მთლიანი ქონება: 108 მლრდ დოლარი
  • სტივ ბალმერი (აშშ) - მთლიანი ქონება: 101 მლრდ დოლარი
  • ლარი პეიჯი (აშშ) - მთლიანი ქონება: 100 მლრდ დოლარი
  • სერგეი ბრინი (აშშ) - მთლიანი ქონება: 95.9 მლრდ დოლარი
  • ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი (საფრანგეთი) - მთლიანი ქონება - 91.7 მლრდ დოლარი

ცნობისათვის, Bloomberg Billionaires Index მაჩვენებლებს ნიუ იორკის ყოველი სავაჭრო დღის ბოლოს ასახელებს.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →