—

პეტერ ფიშერი - ცნობები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ შემაშფოთებელია, ის ადამიანი, ამავე დროს ყოფილი პრეზიდენტია

16
პეტერ ფიშერი - ცნობები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ შემაშფოთებელია, ის ადამიანი, ამავე დროს ყოფილი პრეზიდენტია
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ ვეუბნებით საქართველოს ხელისუფლებას, რომ არის ცნობები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ და ისინი შემაშფოთებელია, - ასე ეხმაურება გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი…

ჩვენ ვეუბნებით საქართველოს ხელისუფლებას, რომ არის ცნობები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ და ისინი შემაშფოთებელია, - ასე ეხმაურება გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ყოველთვის უნდა ახსოვდეს თავისი პასუხისმგებლობა, გაუწიოს ადეკვატური სამედიცინო დახმარება პატიმრობაში მყოფ პირს.

„ჩვენ ვეუბნებით საქართველოს ხელისუფლებას, რომ არის ცნობები მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ და ისინი შემაშფოთებელია. ის არის ადამიანი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პირი და ის იმყოფება სახელმწიფოს პატიმრობაში, მაგრამ ის ასევე, ყოფილი პრეზიდენტია. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, ყოველთვის ახსოვდეს თავისი პასუხისმგებლობა, გაუწიოს ადეკვატური სამედიცინო დახმარება პატიმრობაში მყოფ პირს. ეს ადამიანის უფლებაა. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იმყოფება პატიმრობაში, აქვს ეს უფლება. მთავრობის პასუხისმგებლობაა ამის უზრუნველყოფა. გარდა ამისა, ჩვენ ვამბობთ, რომ მოგვმართონ თუ რაიმე სახით შეგვიძლია დახმარება. ჩვენ გვსურს დახმარება. ასე ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით“, - აცხადებს გერმანიის ელჩი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →