—

სააკაშვილის ადვოკატი- სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი სარჩელით ვითხოვთ იმ ტიპის მკურნალობის ჩატარებას, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს

16
სააკაშვილის ადვოკატი- სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი სარჩელით ვითხოვთ იმ ტიპის მკურნალობის ჩატარებას, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს
მოსასმენად დააჭირეთ

გაიგზავნა დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოში, ძირითადად ეს დოკუმენტი ეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის მკურნალობას, რომ მოხდეს მის მიმართ იმ ტიპის მკურნალობის ჩატარება, რომელიც მისი ჯანმრთელობის…

გაიგზავნა დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოში, ძირითადად ეს დოკუმენტი ეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის მკურნალობას, რომ მოხდეს მის მიმართ იმ ტიპის მკურნალობის ჩატარება, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

ხაჭაპურიძის თქმით, დოკუმენტები ყველა კანონის დაცვითა და სტანდარტით არის გაგზავნილი.

„მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირმა მიიღო რეზოლუცია და სხვადასხვა სახის დოკუმენტები იქნა მიღებული, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინოს ჰუმანიზმი და მოხდეს მისი გადაყვანა სამკურნალოდ საზღვარგარეთ. მტკიცებულებები არის ქართველი ექსპერტების, უცხოელი ექსპერტების და ასევე არის სახალხო დამცველის არაერთი დასკვნა, მათ შორის ბოლო დასკვნა, რომელიც სასამართლო პროცესების შემდეგ იქნა შედგენილი. მსგავსი ტიპის საქმე სტრასბურგის სასამართლოს, ფაქტობრივად, განხილვაში ჯერ არასდროს ჰქონია. აბსოლუტურად ყველა კანონის დაცვითა და სტანდარტით არის გაგზავნილი, რაც მოითხოვება და ძნელია იმის თქმა, რა ვადებში განიხილავს. ამით აჟიოტაჟის ატეხვას არ ვაპირებთ, ვნახოთ, დაველოდოთ. ჩვენ არ გვინდა მოლოდინებზე რამე განსაკუთრებული აქცენტის გადატანა. მოგეხსენებათ, სტრასბურგი პრეცედენტული სამართლის სასამართლოა და გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თავად გამოაქვეყნებენ“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →