—

საქართველოში დასაქმების მსურველი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 160%-ით გაიზარდა

21
საქართველოში დასაქმების მსურველი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 160%-ით გაიზარდა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში რუსი მუშახელის მიზიდვა, თითქმის, ოთხჯერ გაიზარდა. ამის შესახებ რეკრუტირების პორტალ HeadHunter-ის (hh.ru) მონაცემებში არის ნათქვამი, რომელიც რეზიუმეებზე დამსაქმებელთა პასუხების მიხედვით არის გაანალიზებული…

საქართველოში რუსი მუშახელის მიზიდვა, თითქმის, ოთხჯერ გაიზარდა. ამის შესახებ რეკრუტირების პორტალ HeadHunter-ის (hh.ru) მონაცემებში არის ნათქვამი, რომელიც რეზიუმეებზე დამსაქმებელთა პასუხების მიხედვით არის გაანალიზებული. ანგარიში სააგენტო RBC-მ მოიპოვა.

რუსი მუშახელის მასობრივი მიზიდვის მხრივ საქართველო რეიტინგში მესამე ადგილზეა. ქვეყანაში 2023 წლის პირველ კვერტალში რუსი მუშახელის 9,3 ათასი განაცხადი დაფიქსირდა, რაც გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 160%-ით მეტია. მაშინ საქართველოში დასაქმება სულ 3,6 ათას რუსს სურდა.

რუსი მუშახელის მასობრივი მიზიდვის მხრივ ყაზახეთი ლიდერობს, სადაც განმცხადებელთა რაოდენობა 29,5 ათასს შეადგენს. შემდეგი ქვეყანა 20,5 ათასი რუსი განმცხადებლით ბელარუსია, ხოლო ათეულის ბოლო ქვეყანა არაბეთის გაერთიანებული საემიროებია, სადაც მხოლოდ 2,2 ათასი განაცხადი დაფიქსირდა.

2023 წლის პირველ კვარტალში გასაუბრებაზე მიწვეულ რუს სამუშაოს მაძიებელთა რეზიუმეების რაოდნების მხრივ საზღვარგარეთის ქვეყნების ტოპ 10-ეული ასეთია:

ყაზახეთი - 29,5 ათასი (+67%); 2022 წლის 1 კვარტალში 17,7 ათასი
ბელარუსი - 20,5 ათასი (მინუს 15%); 2022 – 24,3 ათასი
საქართველო - 9,3 ათასი (+160%); 2022 – 3,6 ათასი
უზბეკეთი - 7 ათასი (+92%); 2022 – 3,6 ათასი
ყირგიზეთი - 4,8 ათასი (+294%); 2022 – 1,2 ათასი
თურქეთი - 4,6 ათასი (+384%); 2022 – 1 ათასი
აშშ - 4,3 ათასი (+276%); 2022 - 1,2 ათასი
სომხეთი - 4 ათასი (+198%); 2022 - 1,4 ათასი
გერმანია - 2,9 ათასი (+129%); 2022 – 1,3 ათასი
არაბეთის გაერთანებული საემიროები - 2,2 ათასი (+411%); 2022 – 0,4 ათასი
ამასთან, ზოგიერთმა, ძირითადად, ევროპულმა ქვეყანამ რუსების სამუშაოდ მიწვევა, თითქმის, ან მთლიანად შეწყვიტა. მათ შორის არის ისლანდია, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი. თუმცა გასულ წელს ამ ქვეყნებში რამდენიმე ასეული ვაკანსიის შეთავაზება მაინც დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ორ მთავარ პარტნიორ ქვეყანაში, ჩინეთსა და ინდოეთში დამსაქმებლები რუს მუშახელს სულ უფრო ნაკლებად ეპატიჟებიან. ამ ქვეყნებში რეზიუმეებზე გამოხმაურებათა რაოდენობა მეოთხედნახევრით შემცირდა.

Bpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →