—

ირაკლი ღარიბაშვილი: ნდობა სასამართლოს მიმართ არის აბსოლუტურად გაზრდილი და მოქალაქეები პოულობ სამართალს ქვეყანაში

16
ირაკლი ღარიბაშვილი: ნდობა სასამართლოს მიმართ არის აბსოლუტურად გაზრდილი და მოქალაქეები პოულობ სამართალს ქვეყანაში
მოსასმენად დააჭირეთ

2012 წლამდე სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა იყო რეკორდული. 4-5 ათასი საქმე იგზავნებოდა სტრასბურგში. რატომ, მეგობრებო? იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები აქ სამართალს ვერ პოულობდნენ. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა, - ამის…

2012 წლამდე სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა იყო რეკორდული. 4-5 ათასი საქმე იგზავნებოდა სტრასბურგში. რატომ, მეგობრებო? იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები აქ სამართალს ვერ პოულობდნენ. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„წელს სტრასბურგში გაიგზავნა მხოლოდ 150 საქმე. ამხელა განსხვავება და ამხელა პროგრესია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ნდობა სასამართლოს მიმართ არის აბსოლუტურად გაზრდილი და მოქალაქეები პოულობ სამართალს ქვეყანაში. მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, ყველა მოსამართლით. ისინი არიან ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, იცავენ ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენს ეროვნულ პოლიტიკას. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მოსამართლეს. ჩვენ, როგორც მთავრობა და მე, როგორც პრემიერ-მინისტრი ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიერო ჩვენი დამოუკიდებლობა, თქვენი თავისუფლება. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ თქვენს ინიციატივებს და ახალ პროგრამებს. დღეს რომ გვაქვს კორუფციისგან, ყოველგვარი ჩარევისგან და ზეწოლისგან თავისუფალი სასამართლო ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის და მოსამართლეების დამსახურება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →