—

46-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პრეზიდენტს ხვალ რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა

12
46-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პრეზიდენტს ხვალ რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა
მოსასმენად დააჭირეთ

46-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილს ხვალ რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა. მათმა ნაწილმა ამ საკითხზე დღეს პრესკონფერენცია გამართა. მიმართვაში საუბარია აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის…

46-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილს ხვალ რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა. მათმა ნაწილმა ამ საკითხზე დღეს პრესკონფერენცია გამართა. მიმართვაში საუბარია აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებაზე.

„ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი პარლამენტის წევრები, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 82-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, მოგმართავთ მოიწვიოთ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2023 წლის 11 აპრილს, შემდეგი დღის წესრიგით:

საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „რეფორმების ჯგუფის“ ინიციატივის საფუძველზე, შეიქმნას საქართველოს სასამართლო სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია.

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხებია: სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არსებობა, რომელიც უკანონოდ ერევა მართლმსაჯულების განხორციელებასა და მოსამართლეთა შერჩევა-დაწინაურებაში, მოსამართლეებზე უკანონო ზემოქმედების, კორუფციისა და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები”, - აღნიშნულია დეპუტატების მიმართვაში.

რეგლამენტის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →