—

გაავრცელეს, თურმე პარტიას ვაშენებდი, ან რაღაცა მოძრაობას, დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი - ზურაბიშვილი

13
გაავრცელეს, თურმე პარტიას ვაშენებდი, ან რაღაცა მოძრაობას, დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი - ზურაბიშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის დაგეგმილ ღონისძიებაზე თქვა, რომ ძალიან წუხს, რომ ეს თარიღი მაინც იყოს ეროვნული გაერთიანების თარიღი.

ზურაბიშვილმა ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პრეზიდენტი მოძრაობის დაფუძნებას გეგმავს. 

"მე ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცებმა გაავრცელეს, რომ აქ თურმე მე პარტიას ვაშენებდი, დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი, ან რაღაცა მოძრაობას. მოძრაობა თუ იქნება ეს იქნება თქვენი მოძრაობა, იმიტომ რომ მომავალი არის თქვენი და თქვენი შვილების. მე ვიქნები იქ, სადაც ვიყავი ყოველთვის, არც ორიენტაცია შემიცვლია, სხვათაშორის, მაგრამ დრო არის იმისა, რომ ჩვენ ერთად ვიყოთ და ვთქვათ არა დაყოფაზე. ვწუხვარ, რომ ვიღაცები აქ არ მოუშვეს და თქვეს, რომ სასურველი არ იყო აქ ყოფნა. როგორ არ არის სასურველი აქ ყოფნა, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ 9 აპრილს სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მთავარ თარიღს და როცა პრეზიდენტი იწვევს სწორედ არა პარტიულად, არა მიკერძოებულად, არამედ ყველას",- თქვა ზურაბიშვილმა. 

(mtavari)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →