—

უკრაინული ძალები ბელარუსისა და რუსეთის საზღვრის გასწვრივ თავდაცვითი ხაზებისა და პოზიციების გასაძლიერებლად მუშაობენ

37
უკრაინული ძალები ბელარუსისა და რუსეთის საზღვრის გასწვრივ თავდაცვითი ხაზებისა და პოზიციების გასაძლიერებლად მუშაობენ
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინული ძალები ბელარუსისა და რუსეთის საზღვრის გასწვრივ თავდაცვითი ხაზებისა და პოზიციების გასაძლიერებლად მუშაობენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

„ბელარუსისა და რუსეთის მოსაზღვრე რაიონებში საინჟინრო დაბრკოლებების გაფართოება მიმდინარეობს. ხორციელდება ტანკსაწინააღმდეგო დანაღმული ველების მოწყობა ტანკებისთვის მისადგომ ადგილებსა და მარშრუტებზე, რომელიც, შესაძლოა, მტერმა ჩვენს ტერიტორიაზე ღრმად შემოსაჭრელად გამოიყენოს“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა სერჰი ნაიევმა.

მისი თქმით, გასულ კვირაში, უკრაინის საინჟინრო ქვედანაყოფებმა რამდენიმე ათეული დანაღმული ველი მოაწყო, რისთვისაც 6 000-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი გამოიყენა.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →