—

საქართველოდან სანელებლების ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა

15
საქართველოდან სანელებლების ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოდან სანელებლების ექსპორტი, ფაქტობრივად, ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყნიდან ექსპორტის ღირებულებამ 12.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია და…

საქართველოდან სანელებლების ექსპორტი, ფაქტობრივად, ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყნიდან ექსპორტის ღირებულებამ 12.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია და 2021 წლის მაჩვენებელს, 11 მლნ აშშ დოლარს, 9.3%-ით აღემატება.

გასულ წელს ქვეყნიდან სულ 5,171 ტონა სანელებლები (კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა) გავიდა ექსპორტზე, რაც გასული წლის 4,997 ტონაზე, 3.5%-ით მეტია.

2022 წელს ქართული სანალებლების მთავარი საექსპორტო ბაზრები ჩინეთი, რუსეთი და უკრაინა იყო. დეტალური მაჩვენებლები კი ასეთია:

რუსეთი - $4.9 მლნ, 2.282 ტონა;

ჩინეთი - $4.5 მლნ, 1,607 ტონა;

უკრაინა - $1.2 მლნ, 580 ტონა.

აღსანიშნია, რომ 2013 წლის შემდეგ საქართველოდან სანელებლები ყველაზე დიდი მოცულობით რუსეთში გადიოდა და ჩინეთმა ის პირველ ადგილზე მხოლოდ 2022 წელს ჩაანაცვლა.

Bpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →