—

მოსწავლეებმა თვითდაზიანებები მიიყენს

16
მოსწავლეებმა თვითდაზიანებები მიიყენს
მოსასმენად დააჭირეთ

ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლაში რამდენიმე მოსწავლემ ხელებზე თვითდაზიანება მიიყენა.

ბათუმის რესურსცენტრის დირექტორის, გოჩა დავითაძის ინფორმაციით, მოსწავლეები თავს კარგად გრძნობენ.

მისი ინფორმაციით, საგაკვეთილო პროცესში პედაგოგმა შენიშნა, რომ გოგონებს ხელზე დაზიანება ჰქონდათ.

გოჩა დავითაძე ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს ინფორმაცია მიაწოდეს.

"საგაკვეთილო პროცესის დროს პედაგოგმა შენიშნა, რომ მოსწავლეებს ხელებზე ნაკაწრები ჰქონდათ. მასწავლებელს შესაბამისი რეაგირება ჰქონდა. შეატყობინა სკოლის ადმინისტრაციას, სოცმუშაკს და ყველა უწყებას, რომელსაც საკითხი ეხებოდა. საგაკვეთილო პროცესის დროს დაინახა, რომ უმნიშვნელო ნაკაწრი ჰქონდა სამ გოგონას. სკოლის დირექციას არანაირი ინფორმაცია არ აქვს, ბავშვებმა რატომ გააკეთეს აღნიშნული. ისინი ამ დროისათვის უკვე სახლში არიან. სკოლის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა და მიმდინარეობს შესაბამისი პროცესები. ბავშვები ამბობენ, რომ ითამაშეს", - განაცხადა გოჩა დავითაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →