—

პრემიერი - პანდემიის შოკი გაგრძელდება წლის ბოლომდე, ამიტომ უნდა გადავამოწმოთ ყველა სოციალური ჯგუფი და მოქალაქეებს მივეხმაროთ

65
პრემიერი - პანდემიის შოკი გაგრძელდება წლის ბოლომდე, ამიტომ უნდა გადავამოწმოთ ყველა სოციალური ჯგუფი და მოქალაქეებს მივეხმაროთ
მოსასმენად დააჭირეთ

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროს დავალება მისცა, გადაამოწმოს ყველა სოციალური ჯგუფი და განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, მოქალაქეების დასახმარებლად რესურსები მოიზიდოს.

როგორც მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, პანდემიის შოკი და ეკონომიკაზე მისი ზემოქმედება წლის ბოლომდე გაგრძელდება.

„ფინანსთა სამინისტროს დღეს უნდა განვუსაზღვროთ დავალებად, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც ჩვენ სოციალური, მიზნობრივი დახმარება

გავუწიეთ, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ამ სიას, კიდევ ერთხელ ვნახოთ, მიზნობრიობის თვალსაზრისით რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს სოციალურად კიდევ ერთხელ დავეხმაროთ. მიუხედავად ყველა იმ პოზიტიური ტენდენციისა, კიდევ ერთხელ ვამბობ - შედარებით, რომელსაც დღეს ქართული ეკონომიკა აჩვენებს, რა თქმა უნდა, პანდემიის შოკი გაგრძელდება წლის ბოლომდე, ამ შოკის ზემოქმედება ჩვენს ეკონომიკაზე, როგორც მინიმუმ. ამიტომ, ჩვენ შეძლებისდაგვარად უნდა გადავამოწმოთ ყველა სოციალური ჯგუფი და სადაც განსაკუთრებული აუცილებლობა არსებობს, მოვიზიდოთ რესურსები, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივეხმაროთ. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სოციალური დახმარების პაკეტები, რომლებიც მთავრობამ შეიმუშავა დღეის მდგომარეობით, 721 000-მა მოქალაქემ მიიღო“, - განაცხადა გახარიამ.

წყარო: İPN

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →