—

გიორგი გახარია - მოქალაქეებთან ერთად მოვახერხეთ და დღესაც ვახერხებთ ვირუსის ეფექტიან მართვას, რაც ეკონომიკის სწრაფი აღდგენის გასაღებია

57
გიორგი გახარია - მოქალაქეებთან ერთად მოვახერხეთ და დღესაც ვახერხებთ ვირუსის ეფექტიან მართვას, რაც ეკონომიკის სწრაფი აღდგენის გასაღებია
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომა ეკონომიკურ საკითხებზე საუბრით დაიწყო.

გახარიას თქმით, პანდემიის, ვირუსის გავრცელების რისკების ეფექტიანი მართვა არის ერთადერთი შესაძლებლობა, რათა მოხდეს ეკონომიკის სტაბილიზაცია შემდგეში სწრაფი აღდგენის მიზნით.

„რეალურად, დღეს აშკარაა, რომ ამ სტაბილიზაციისთვის მთავრობა, სამინისტროები უნდა მოვემზადოთ. გარკვეული პოზიტიური ნიშნები ჩვენს ეკონომიკაში უკვე გამოჩნდა და ტურისტული სექტორის მიღმა აქტივობები აშკარად არის გაზრდილი. ისევე როგორც ფინანსურ სექტორში მაჩვენებლებიც არის საკმაოდ პოზიტიური საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის თვალსაზრისით.

ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ იმის შედეგი, რომ ჩვენ, ქვეყანამ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მოვახერხეთ და დღესაც ვახერხებთ ვირუსის ეფექტურ მართვას, ეს არის გასაღები შემდგომი ეკონომიკური, სწრაფი აღდგენის და ეფექტური აღდგენის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავრობა იბრძვის ორ ფრონტზე – მოქალაქეების ჯანმრთელობა, ვირუსის გავრცელების რისკების ეფექტიანი მართვა არის ერთადერთი და უპირველესი პირობა, რათა ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე ისაუბრონ.

„რეალურად, რამდენიმე დარგში, განსაკუთრებით მთავრობის მხარდამჭერი პროგრამის გამოცხადების შემდეგ, აშკარად არის აქტივობები გაზრდილი. მაგალითად, მშენებლობების მიმართულებით, უძრავი ქონების გაყიდვები ბოლო თვის განმავლობაში რადიკალურად გაიზარდა, ისევე როგორც სამშენებლო მასალების თვალსაზრისით.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ექსპორტში, მიუხედავად ჩვენი პესიმისტური საპროგნოზო ციფრებისა, თუ არ ჩავთვლით რეექსპორტს, რაც პირველ რიგში აჩვენებს ეკონომიკის მდგომარეობას რეგიონში, რეექსპორტის გამოკლებით, ექსპორტის კლება არის დაახლოებით 6-7 პროცენტი, ჩვენი გათვლები უფრო პესიმისტური იყო“, – აღნიშნა გახარიამ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, კარგად, დინამიურად ვითარდება სოფლის მეურნეობის მიმართულებაც.

„70 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამებით. მინდა, ბატონ მინისტრს გავახსენო, რომ რთველი ახლოვდება, ისევე როგორც თხილის სეზონი და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ“, – განაცხადა გახარიამ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →