—

დონალდ ტრამპი დააკავეს

16
დონალდ ტრამპი დააკავეს
მოსასმენად დააჭირეთ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფორმალურად დაპატიმრებულია. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მანჰეტენის საოლქო პროკურატურაში მივიდა და ახლა იგი პოლიციის მიერ არის დაპატიმრებული მის მომავალ სასამართლო სხდომამდე.

CNN-ის თანახმად, მოსალოდნელია, რომ დაკავების ფარგლებში ტრამპის თითის ანაბეჭდებს აიღებენ, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია გადაუღებენ თუ არა დაკავების ფოტოს. შემდეგ მას სასამართლო დარბაზში მიიყვანენ და ბრალდებებს წარუდგენენ.

როგორც მედია წერს, ტრამპის სასამართლოში გამოჩენა დიდი ალბათობით სწრაფი და რუტინული იქნება, მაგრამ CNN-ის თანახმად, “აშშ-ის ისტორიაში სიურეალისტურ და ისტორიულ მომენტს” წარმოადგენს.

როგორც მედია წერს, მოსალოდნელი არ არის, რომ ტრამპს ხელბორკილები დაადონ, ვინაიდან ის სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ დარჩება.

ასევე დონალდ ტრამპმა Truth Social-ში გამოქვეყნა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიემართება მანჰეტენისკენ, სასამართლოს შენობაში.

„ძალიან სურეალური ჩანს - ვაუ, ისინი ჩემს დაკავებას აპირებენ. არ მჯერა, რომ ეს ხდება ამერიკაში”, - დაწერა ტრამპმა.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →