—

კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს

59
კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს
მოსასმენად დააჭირეთ

სტიქიამ კახეთის რეგიონში ყველაზე მეტად სოფელი კონდოლი დააზარალა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას კახეთის მხარის რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, მუნიციპალიტეტები ზარალს ამ წუთებშიც ითვლიან.

სტიქიამ კახეთის რეგიონში ყველაზე მეტად სოფელი კონდოლი დააზარალა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას კახეთის მხარის რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, მუნიციპალიტეტები ზარალს ამ წუთებშიც ითვლიან.

„გუშინ გვიან ღამე ძლიერი სტიქიამ პრობლემები შექმნა. დაახლოებით პირველი საათისთვის ჩაიკეტა მოძრაობა ყვარელი-თელავის მიმართულებით. საათნახევარში ეს მოძრაობა მთლიანად აღდგა. გზა გაიწმინდა მოტეხილი ხეებისგან და აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, რომ სადმე მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ახლა მუნიციპალიტეტები ითვლიან რა ზარალი აქვს სოფლებში მოსახლეობას და რა მდგომარეობაა სავარგულებში. პირველადი ინფორმაციით, ყველაზე მეტად დაზარალდა სოფელ კონდოლის მოსახლეობა. ზარალის შესახებ საუბარი გამიჭირდება, რადგან დათვლილი არ არის. დაახლოებით 160 სარაკეტო ჭურვი გაისროლეს, რათა სეტყვის ეს ფრონტი დაშლილიყო. რა თქმა უნდა, ზარალი გაცილებით დიდი იქნებოდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა რომ არ მუშაობდეს. 11:00 საათზე არის შტაბის სხდომა დაგეგმილი, სადაც ყველა შემოსულ ინფორმაციას გავაანალიზებთ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ კონდოლში 20-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. დასეტყვილია ვენახები, სიმინდის ყანები და ნარგავები.

წყარო: İPN

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →