—

ირაკლი ქადაგიშვილი - აღმოჩნდა, რომ 2018 წლის არჩევნებში ხალხს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ჰქონია გასაკეთებელი

15
ირაკლი ქადაგიშვილი - აღმოჩნდა, რომ 2018 წლის არჩევნებში ხალხს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ჰქონია გასაკეთებელი
მოსასმენად დააჭირეთ

აღმოჩნდა, რომ ქართველ ხალხს 2018 წლის არჩევნებში არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ჰქონია გასაკეთებელი - აქედან გამომდინარე, ქართველი ხალხი ნანობს და ჩემს სინანულს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს, - ეს განცხადება…

აღმოჩნდა, რომ ქართველ ხალხს 2018 წლის არჩევნებში არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ჰქონია გასაკეთებელი - აქედან გამომდინარე, ქართველი ხალხი ნანობს და ჩემს სინანულს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს, - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გააკეთა.

ქადაგიშვილის თქმით, პრეზიდენტს შესაძლოა, წითელი ხაზები ჯერ არ გადაულახავს, მაგრამ ფეხი რამდენჯერმე გადასცდა და საქართველოს ძირეული ინტერესების დაზიანებასთან ახლოს დგას.

„დღეს პრეზიდენტმა 12 რეკომენდაციის შესრულების ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ამ გზისთვის დამაზიანებელი განცხადებები გააკეთა. მისი პარლამენტში გამოსვლა თავიდან ბოლომდე იყო რესტარტი - მიცემული პოლარიზაციის გაღრმავებისკენ. მან ყველა შესრულებულ რეკომენდაციას “ფორმალურად შესრულებული“ უწოდა და უაპელაციოდ მოახდინა იმის დეკლარირება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის კურსს გადაუხვია. საქართველოს პრეზიდენტი დღევანდელი განცხადებებით თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის განცხადებებში “ჩაჯდა“. დღევანდელი გამოსვლა იყო არა რაღაც მიზნის კონსოლიდაციისთვის გამოსვლა, არამედ ეს იყო გამოსვლა მიზნის დაზიანებისათვის. მიზნის დაზიანებისათვის მან “ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ცნობილი მესიჯი გამოიყენა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“ქართული ოცნების“ დეპუტატის შეფასებით, ის, რაც პრეზიდენტმა “ქართულ ოცნებასთან“ და კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით უაპელაციოდ თქვა, ჭორაობა იყო.

“ადვილია, მხოლოდ აკრიტიკო, როცა ნული პასუხისმგებლობა გაქვს და თან როცა იცი, რომ ამ კრიტიკის გამო ვიღაცამ შენი პოლიტიკური კარიერა უზრუნველყოს. პრეზიდენტის სიტყვებში ეს უფრო იკითხებოდა, ვიდრე რეალური ზრუნვა მშვიდობისა და პოლიტიკური კონსენსუსისთვის“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →