—

რუსეთის გენერალური შტაბი - მობილიზაციის მეორე ტალღა არ იგეგმება

14
რუსეთის გენერალური შტაბი - მობილიზაციის მეორე ტალღა არ იგეგმება
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთის გენერალური შტაბი მობილიზაციის მეორე ტალღას არ გეგმავს, რადგან მოხალისეებისა და სამხედრო მოსამსახურეების ამჟამინდელი რაოდენობა საკმარისია სპეცოპერაციის ამოცანების შესასრულებლად, - ამის შესახებ რუსეთის…

რუსეთის გენერალური შტაბი მობილიზაციის მეორე ტალღას არ გეგმავს, რადგან მოხალისეებისა და სამხედრო მოსამსახურეების ამჟამინდელი რაოდენობა საკმარისია სპეცოპერაციის ამოცანების შესასრულებლად, - ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ორგანიზაციული და მობილიზაციის სამმართველოს უფროსმა, ვლადიმერ ციმლიანსკიმ განაცხადა.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ გენერალური შტაბის გეგმები არ მოიცავს მობილიზაციის მეორე ტალღას. წვევამდელების ამჟამინდელი რაოდენობა და სპეციალურ ოპერაციაში მოხალისეებად გამოცხადებული ადამიანების რაოდენობა საკმარისია მიზნების შესასრულებლად", - განაცხადა მან ბრიფინგზე, სადაც რუსეთში გამოცხადებულ საგაზაფხულო გაწვევაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, წლევანდელი საგაზაფხულო გაწვევა ჩვეულ ვადებში, 1-ელი აპრილიდან 15 ივლისამდე პერიოდში განხორციელდება და საერთო ჯამში, 18-დან 27 წლამდე ასაკის 147 000-მდე მოქალაქეს გაიწვევენ.

შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საგაზაფხულო გაწვევის შესახებ, რომლის ფარგლებშიც, 18-დან 27 წლამდე ასაკის 147 000-მდე იმ მოქალაქეს გაიწვევენ, რომლებიც არ არიან სამხედრო რეზერვში და აკმაყოფილებენ "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის" შესახებ კანონს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →