—

ირაკლი კობახიძე- ჩვენი ქვეყანა იყო კონკრეტული რისკების წინაშე და დღემდე არის

8
ირაკლი კობახიძე- ჩვენი ქვეყანა იყო კონკრეტული რისკების წინაშე და დღემდე არის
მოსასმენად დააჭირეთ

არიან გარკვეული ძალები, გლობალური ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან სამხედრო კონფლიქტების გახანგრძლივებით. მე შემიძლია, ვისაუბრო ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყანა იყო კონკრეტული რისკების წინაშე და დღემდე არის, – ამის…

არიან გარკვეული ძალები, გლობალური ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან სამხედრო კონფლიქტების გახანგრძლივებით. მე შემიძლია, ვისაუბრო ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყანა იყო კონკრეტული რისკების წინაშე და დღემდე არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე მედიასთან გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ბოლო ორი წელი თურქეთის ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, დასავლური კლუბი თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევდა“.

კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის მიზანია, შეინარჩუნოს საქართველოში მშვიდობა.

„ჩვენ მკაფიოდ შეგვიძლია, ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ეს გამოწვევები, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და საზოგადოება უნდა იყოს მობილიზებული ამისთვის მაქსიმალურად, რადგან საზოგადოების მხარდაჭერა არის მთავარი, რაც გვაძლიერებს მშვიდობის შენარჩუნების გზაზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კობახიძემ.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →