—

მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე დაკავებულია ათზე მეტი ნარკორეალიზატორი

38
მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე დაკავებულია ათზე მეტი ნარკორეალიზატორი
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში ამ დრომდე…

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში ამ დრომდე დაკავებულია ათზე მეტი ნარკორეალიზებაში ბრალდებული პირი.

როგორც კუპატაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღის ბოლომდე დაკავებულთა რაოდენობა, სულ მცირე, გაორმაგდება.

„გრძელდება უკომპრომისო ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, თბილისში, ფონიჭალაში, ოთხ ლოკაციაზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია ათზე მეტი ნარკორეალიზატორი ამ დრომდე. ღონისძიება გრძლედება. ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და დარწმუნებული ვარ, დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა, მინიმუმ, გაორმაგდება“, – განაცხადა თემურ კუპატაძემ.

მისივე თქმით, დაკავებულთა შორის არიან როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ასევე ქალები.

თბილისში, ფონიჭალაში სპეცოპერაცია უკვე რამდენიმე საათია, მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია ტარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →