—

კახა კალაძე: დღეს საქართველოს სჭირდება განვითარება, სტაბილურობა და მშვიდობა

14
კახა კალაძე: დღეს საქართველოს სჭირდება განვითარება, სტაბილურობა და მშვიდობა
მოსასმენად დააჭირეთ

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ხულოში გამართულ პარტიულ კონფერენციას დაესწრო.

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ხულოში გამართულ პარტიულ კონფერენციას დაესწრო.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა პარტიული ორგანიზაციის წევრებს, მხარდამჭერებს, როგორც პარტიული საქმიანობისთვის, ასევე ქვეყნაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან პროცესში ჩართულობისთვის.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ თქვენი ძალისხმევით, შრომით, მხარდაჭერით აძლიერებთ ქვეყანას. ასევე, მადლობას გიხდით, რომ სიმშვიდით, ღირსებით უძლებთ იმ ზეწოლას, შეურაცხყოფას, რასაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათ მიერ მართული ჯგუფები გაყენებენ. რასაკვირველია, ჩვენ, მმართველ პარტიას გვაქვს ბევრად დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ვალდებული ვართ, თავიდან ავიცილოთ არეულობა და პოლარიზაცია, რაც შედის ოპოზიციის გეგმებში. ის გამოწვევები, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას, სწორედ თქვენთან ერთად, მოსახლეობის ერთიანობით და მხარდაჭერით უნდა დავძლიოთ. დღეს საქართველოს სჭირდება განვითარება, სტაბილურობა, მშვიდობა და ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს ამისთვის. რაც არ უნდა ზეწოლა იყოს, არ დავუშვებთ არეულობას ქვეყანაში. ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა, ესაა ოკუპირებული ტერიტორიები. რასაკვირველია, უნდა აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ განვითარებით, ეკონომიკური ზრდით, ევროინტეგრაციის გზით", - განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →