—

სტანდარტების მიხედვით, ძალით ვინმესთვის საკვების მიწოდება არ შეიძლება - კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

40
სტანდარტების მიხედვით, ძალით ვინმესთვის საკვების მიწოდება არ შეიძლება - კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე
მოსასმენად დააჭირეთ

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ისევ იმეორებს, რომ მესამე პრეზიდნეტის ოჯახი მის თვითდაზიანების პროცესშია ჩართული. კობახიძემ თქვა, რომ სტანდარტების მიხედვით, ძალით ვინმესთვის საკვების მიწოდება არ შეიძლება…

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ისევ იმეორებს, რომ მესამე პრეზიდნეტის ოჯახი მის თვითდაზიანების პროცესშია ჩართული. კობახიძემ თქვა, რომ სტანდარტების მიხედვით, ძალით ვინმესთვის საკვების მიწოდება არ შეიძლება და სახელმწიფოს იმის რესურსი არ აქვს, რომ სხვანაირად იმოქმედოს.

"რაც შეეხება თვითდაზიანებას, ეს არის რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელი და ოჯახის დამოკიდებულებაც არის კატეგორიულად მიუღებელი, შეიტანონ სათანადო კალორაჟის საკვები მიხეილ სააკაშვილთან, ეს არის მათი პასუხისმგებლობა, ამას ისინი არ აკეთებენ, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და გაუგონარი მოვლენა, როდესაც საკუთარი ოჯახი არის ჩართული სააკაშვილის თვითდაზიანების პროცესში.

სტანდარტების მიხედვით, ძალით ვინმესთვის საკვების მიწოდება არ შეიძლება, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, არავის არ აქვს უფლება ძალით მიაწოდოს საკვები პატიმარს, პატიმარს არ უნდა ვივამედის საკვების მიღება, პენიტენციურის საკვების მიღება, იღებს მხოლოდ ოჯახის მიტანილ საკვებს და ეს ის საკვები არ არის სათანადო კალორაჟის. სამწუხაროდ, აქ ხელისუფლებას არ აქვს იმის რესურსი, რომ იმოქმედოს სხვანაირად, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი", - თქვა კობახიძემ. 

პენიტენციურ სამსახურში კვლავ ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არც ექიმების მითითებებს ემორჩილება და არც მედიკამენტებს იღებს. 

(mtavari)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →