—

იანვარ-თებერვალში ბენზინის და დიზელის იმპორტი შემცირდა

14
იანვარ-თებერვალში ბენზინის და დიზელის იმპორტი შემცირდა
მოსასმენად დააჭირეთ

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2023 წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 174,1 ათასი ტონა, რაც 8,4 ათასი ტონით ანუ 4,6%-ით ნაკლებია…

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2023 წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 174,1 ათასი ტონა, რაც 8,4 ათასი ტონით ანუ 4,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (182,5 ათასი ტონა) შედარებით.

"მათ შორის, 2023 წლის პირველი 2 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 81,8 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 92,3 ათასი ტონა.

კატეგორიების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 48,3 ათასი ტონა (59%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 32 ათასი ტონა (39,1%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 1,5 ათასი ტონა (1,8%);

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 148,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 85,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 24,6 ათასი ტონა - 14,1%; ბელარუსი - 0,7 ათასი ტონა - 0,4%; თურქმენეთი - 0,2 ათასი ტონა - 0,1%; უკრაინა - 0,1 ათასი ტონა - 0,05%; ბულგარეთი - 0,1 ათასი ტონა - 0,05%", - ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციაში. 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →