—

თურქეთში სამი ოპოზიციური პარტია რეჯეფ თაიფ ერდოღანის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს

60
თურქეთში სამი ოპოზიციური პარტია რეჯეფ თაიფ ერდოღანის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს
მოსასმენად დააჭირეთ

თურქეთში ოპოზიციური პარტიები რეჯეფ თაიფ ერდოღანის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნას ითხოვენ. როგორც ადგილობრივი მედია წერს , ამ მოთხოვნით სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს თურქეთის უმაღლეს საარჩევნო…

თურქეთში ოპოზიციური პარტიები რეჯეფ თაიფ ერდოღანის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნას ითხოვენ. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ მოთხოვნით სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს თურქეთის უმაღლეს საარჩევნო კომისიას.

როგორც ისინი აცხადებენ, ერდოღანი უკვე იყო ორჯერ არჩეული ქვეყნის პრეზიდენტად და მესამედ კენჭისყრის უფლება არ აქვს. ოპოზიციონერების თქმით, ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ თურქეთის პარლამენტი რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავდა.

თავის მხრივ, თურქეთის მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ ერდოღანის არჩევნებში მონაწილეობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. მათი თქმით, 2018 წელს თურქეთის კონსტიტუციაში შესული ცვლილებების შემდეგ, ერდოღანი პირველად იყო არჩეული პრეზიდენტად მმართველობის ახალი სისტემის პირობებში, შესაბამისად მისი წინა საპრეზიდენტო ვადა აღარ უნდა იყოს გათვალისწინებული.

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების სია საარჩევნო ადმინისტრაციამ 31 მარტს უნდა გამოაქვეყნოს. არჩევნები თურქეთში 14 მაისს უნდა გაიმართოს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →